საგანგებო მდგომარეობა

შსს: ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 70 ადამიანი დაჯარიმდა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 70 ადამიანი დააჯარიმეს. 

უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის ჯამში 87 ადამიანი დაჯარიმდა - მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის - 1, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი - 16 მოქალაქე. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს", - წერია განცხადებაში. 

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, იურიდიული პირი კი 15 000 ლარით ჯარიმდება. მმართველი გუნდის წარმომადგელები ამბობენ, რომ ეს სანქციები სამართლიანია და ამ მომენტისთვის არანაირი მსჯელობა ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

კომენტარები