კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ამ დროისთვის, ინფექციურში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი არ გვყავს

ჩვენს ცენტრში არის ახლა 42 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 63. გუშინ 3 პაციენტთან მივიღეთ განმეორებით უარყოფითი პასუხი და მათ დატოვეს კლინიკა. 42 პაციენტიდან უმეტესობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. მოზარდების რაოდენობა ისევ 11-ია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე ჩვენთან სამ პაციენტს აქვს მძიმე პნევმონია, ინტენსიურ თერაპიას გადიან. ამ დროისთვის, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი არ გვყავს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია.

კომენტარები