კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 6 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2-ის ინფიცირების წყარო დაუდგენელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია. 

მისივე თქმით, ინფიცირებულებიდან ერთი თეთრიწყაროდან არის, 3 კი - საკარანტინე სივრციდან. 

"ერთი ინფიცირებული დაგვემატა, რომელიც ბოლნისიდან არის. მისი მდგომარეობა სტაბილურია", - თქვა ეზუგბაიამ და აღნიშნა, რომ ინფიცირებულებს შორის არასრულწლოვანი არ არის. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 517 შემთხვევაა დადასტურებული. 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმში 5 153 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 549. 

კომენტარები