ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბოჭორიშვილის კლინიკიდან 1 არასრულწლოვანი გაეწერა, მკურნალობას აგრძელებს - 10

რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 59 პაციენტი მკურნალობს.

მათგან ოთხი კლინიკაში დღეს, 29 აპრილს, შეიყვანეს. ორი პაციენტი ბოლნისის კლასტერიდანაა, ორიც - დედა-შვილი - თბილისიდან.

კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მაკა სოლოღაშვილის თქმით, 28 აპრილს კლინიკიდან ერთი პაციენტი - 18 წლამდე მოზარდი გაწერეს და ახლა კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით 10 არასრულწლოვანი რჩება.

სამი პაციენტი ასაკობრივ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნება.

ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

11 პაციენტი რჩება საყურადღებო.

29 აპრილის 10:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 517 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 168 გამოჯანმრთელდა, 6 - გარდაიცვალა.

კომენტარები