ცნობილი ადამიანები

ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი პირველ შვილს ელოდებიან

Getty Inages

ტოპმოდელი ჯიჯი ჰადიდი და მისი შეყვარებული, ზეინ მალიკი, პირველ შვილს ელოდებიან - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

TMZ-ის ცნობით, ჯიჯი ჰადიდი უკვე 20 კვირის ორსულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, წყვილი გოგოს ელოდება თუ ბიჭს.

ამჟამად ისინი პენსილვანიაში იმყოფებიან და კარანტინს ჯიჯი ჰადიდის ოჯახთან ერთად ატარებენ.

წყვილი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდება. 2018 წლის მარტში, მათ განაცხადეს, რომ ერთმანეთს შორდებოდნენ, მაგრამ  ორი წლის შემდეგ - 2020 წელს - შერიგდნენ.

კომენტარები