კორონავირუსი აშშ-ში

ტეხასის კინოთეატრები 1 მაისს გაიხსნება

News Clicks

ტეხასის გუბერნატორის გრეგ ებოტის განცხადებით 1 მაისიდან შტატში კინოთეატრები ამუშავდება.

კინოთეატრების გარდა სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან სავაჭრო ცენტრები, მუზეუმები, სუპერმარკეტები და ბიბლიოთეკები. 

გახსნის მიუხედავად, აღნიშნული ობიექტები მომხმარებლების შეზღუდულ რაოდენობას, 25 პროცენტს მოემსახურებიან. 18 მაისის შემდეგ რაოდენობა 50 პროცენტამდე გაიზრდება.

28 აპრილის მონაცემებით ტეხასის შტატში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 25,297 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 11,179 და გარდაიცვალა 663 ადამიანი.

კომენტარები