კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: სამღვდელოებაში მიზნობრივ ტესტირებას ვატარებთ იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება დგას

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სასულიერო პირების კორონავირუსზე ტესტირება დაწყებულია და ამას საჭიროების მიხედვით ატარებენ. 

"სამღვდელოებაში ჩვენ ვატარებთ მიზნობრივ ტესტირებას იმის მიხევით, თუ რა საჭიროება დგას", - თქვა მინისტრმა ბრიფინგზე.

ტიკარაძის ინფორმაციით, მიზნობრივი ტესტირება დაიწყო თავდაცვის ძალებშიც. მისივე თქმით, ტესტები, საჭიროების შემთხვევაში, ჟურნალისტებთანაც ჩატარდება.

პროტოკოლის მიხედვით, სასულიერო პირები რისკ ჯგუფად განიხილებიან და მათ COVID-19-ზე ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ, მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სასულიერო პირები "მოწყვლადი ჯგუფია" და "მნიშვნელოვანია მათი დაცვა". 

სასულიერო პირების გარდა, მაღალი რისკ ჯგუფად განიხილებიან მთავრობის წევრები, სამედიცინო პერსონალი, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები, თავდაცვის ძალები, სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა.  

დღეს, 28 აპრილს, ტიკარაძემ თქვა, რომ რომ გაფართოებულ ტესტირებაში მოხუცთა თავშესაფრები და შშმ პირთა პანსიონატებიც ჩაერთვებიან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 156 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები