ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 15 ახალი პაციენტიდან 13-ის ინფიცირების წყარო ცნობილია, 2-ზე მოკვლევა გრძელდება

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 15 ახალი პაციენტიდან ინფიცირების წყარო 13 შემთხვევაშია ცნობილი - ისინი ბოლნისის, მარნეულის და თეთრიწყაროს კლასტერებს განეკუთვნებიან.

"მხოლოდ ორია, რომელთა წყარო დაუდგენელია, მაგრამ ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება", - თქვა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, არც ერთი მათგანი არ არის კრიტიკულ მდგომარეობაში.

ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 43 პაციენტი მკურნალობს. მათგან მძიმე პაციენტი არის 6, რომელთა მდგომარეობაც, ეზუგბაიას თქმით, "დინამიკაში გაუმჯობესებულია".

დანარჩენი პაციენტები განიხილება, როგორც საშუალო და მსუბუქი.

ასევე, მისი თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 11 არასრულწლოვანი მკურნალობს, რომელთა მდგომარეობაც კარგია, თუმცა, "დაავადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ტესტირების ჩატარება ნაადრევია".

28 აპრილის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 511 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 156 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 - გარდაიცვალა

კომენტარები