ოკუპირებული ცხინვალი

II მსოფლიო ომის მოვლენების აღსანიშნავად ცხინვალს სტალინირი ეწოდება

imedinews

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავის აღსანიშნავად ცხინვალს მეორე სახელი - სტალინირი ეწოდება.

ცხინვალს ეს სახელი 1934-1961 წლებშიც ერქვა.

ბიბილოვის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, ცხინვალისთვის სახელ სტალინირს საბჭოთა გამარჯვების დღის, 9 მაისისა და ნაცისტური გერმანიის მიერ სსრკ-ს ანექსიის დაწყების დღის, 22 ივნისის აღნიშვნისას გამოიყენებენ.

როგორც ოკუპირებული ცხინვალის სამთავრობო სააგენტო იტყობინება, ე.წ სამხრეთ ოსეთის სამინისტროებსა და სააგენტოებს დაევალათ "ქალაქ სტალინირის ისტორიული სახელის" პოპულარიზაცია და შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის წარმოება.

 

კომენტარები