საუდის არაბეთი

საუდის არაბეთი არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯას აუქმებს

GETTY IMAGES

საუდის არაბეთის ადამიანის უფლებათა კომისიაში განაცხადეს, რომ ამიერიდან ქვეყანაში არასრულწლოვნებს ჩადენილი დანაშაულისათვის სიკვდილით აღარ დასჯიან. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილ დანაშაულზე სასჯელის უმაღლეს ფორმად სიკვდილით დასჯას 10 წლიანი პატიმრობა ჩაანაცვლებს.

ბრძანება მეფე სალმანმა გასცა. ორი დღის წინ მან ასევე გამოსცა ბრძანება, რომლითაც დასჯის ფორმად გაროზგვა აიკრძალა. ჯერ-ჯერობით უცნობია როდის შევა ძალაში ეს ბრძანებები.

გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის ზომად სიკდვილით დასჯას კრძალავს. საუდის არაბეთი მისი ხელმომწერია.

2019 წელს სამეფოში წინა წლებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებლის სიკვდილით დასჯა მოხდა. ერთ-ერთ შემთხვევაში სიკვდილით დასაჯეს პირი, რომელმაც დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როდესაც არასრულწლოვანი იყო. Amnesty International-ის მიხედვით, სულ 2019 წელს სიკვდილით 184 ადამიანი დასაჯეს.

კომენტარები