ცნობილი ადამიანები

ტომ ჰენქსი და რიტა უილსონი ახალი კორონავირუსის ვაქცინისთვის სისხლს გაიღებენ

Getty Inages

ტომ ჰენქსი და რიტა უილსონი, ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, ვაქცინისთვის სისხლს გაიღებენ. 

წყვილი კორონავირუსით მარტის დასაწყისში, ავსტრალიაში ყოფნის დროს დაინფიცირდა. მკურნალობის კურსისა და კარანტინში ყოფნის შემდეგ, მარტის მიწურულს, მსახიობები გამოჯანმრთელდნენ.

"ბევრი კითხვაა, თუ რა უნდა ვქნათ ახლა. შეგვიძლია კი რამის გაკეთება? და ამ დროს აღმოვაჩინეთ, რომ ორგანიზმში კორონავირუსის ანტისხეულებს ვატარებთ. ვიკითხეთ - გჭირდებათ ჩვენი სისხლი? მოგცეთ პლაზმა?", - თქვა ტომ ჰენქსმა.

მსახიობის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მისი სისხლი გამოსადეგი იქნება, ვაქცინის სახელი მოფიქრებული აქვს.

"სისხლს სხვადასხვა ორგანიზაციებს ვაძლევთ, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ ეს იმუშავებს. ამ შემთხვევაში მსურს, ვაქცინას Hank-Ccine დავუძახო", - თქვა ტომ ჰენქსმა.

გასულ კვირას, მსახიობმა საკუთარი და რიტა უილსონის სიმპტომები გაიხსენა. როგორც ის ყვება, მისი ცოლი ბევრად უარესად იყო, ვიდრე თვითონ.

"რიტამ უფრო რთული პერიოდი გამოიარა, ვიდრე მე. ტემპერატურა ბევრად მაღალი ჰქონდა, გემოსა და ყნოსვის შეგრძენება კი დაკარგა. სამი კვირის განმავლობაში მას საკვების მიმართ არანაირი დაინტერესება არ ჰქონდა", - გაიხსენა ტომ ჰენქსმა.

კომენტარები