პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები

მერაბიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებზე: ასეთი დავალება არ ყოფილა გაცემული

თუ ვინმე დაზარალდება ასეთი დოკუმენტებით, პირველი ის, ვინც ეს გააკეთა და გამოვიდა, თითქოს ეს ჩვენ გავაკეთეთ. დაზარალდება ის, ვინც ამას გამოაქვეყნებს. როგორც მინიმუმ, ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დროს ასეთი კადრები არ გამოქვეყნებულა. პირადად მინდა გითხრათ, რომ ასეთი რამ არ უნდა გაკეთებულიყო. ასეთი დავალება არ ყოფილა გაცემული. უფრო მეტიც, ამას არ ჰქონდა არანაირი ეფექტი. მე რომ მცოდნოდა ამის არსებობის შესახებ, პირველი რასაც ვიზამდი, გავანადგურებდი ამ კადრებს.

შინაგან საქმეთა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, მთავარი არხის ეთერში 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე ისაუბრა.

კომენტარები