კორონავირუსი

რუსეთის დუმის დეპუტატს, ლეონიდ კალაშნიკოვს, COVID-19 დაუდასტურდა

ლეონიდ კალაშნიკოვი

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატს, ლეონიდ კალაშნიკოვს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

როგორც კალაშნიკოვმა "ინტერფაქსს" უთხრა, ის საავადმყოფოშია, მაღალი ტემპერატურა აქვს, თუმცა სასუნთქი აპარატი არ დასჭირვებია. 

"მდგომარეობა არც ისე კარგია. თავიდან ჩემი მძღოლი დაინფიცირდა, მე კი მისგან გადმომედო. ის ერთი კვირაა, რაც დაავადებულია, მას შემდეგ, რაც გავიგე, კარანტინში ვიყავი, თუმცა მეც დამიდასტურდა", - ამბობს კალაშნიკოვი. 

რუსეთში, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსი 74 588 ადამიანს დაუდასტურდა - 5 966-ს ბოლო 24 საათში. 6 250 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დადასტურებულია COVID-19-ით გარდაცვალების 681 შემთხვევა.

კომენტარები