The Killers

ბენდმა The Killers ახალი სიმღერა Fire In Bone გამოაქვეყნა

NME

ამერიკულმა როკ ბენდმა The Killers ახალი სიმღერა Fire in Bone გამოაქვეყნა.

სიმღერა ალბომში Imploding the Mirage შევა, რომელიც მიმდინარე წლის 29 მაისს გამოვა. კიდევ ერთი სინგლი მომავალი ალბომიდან - Caution - ბენდმა 13 მარტს გამოუშვა. 

ბენდი The Killers, ლას-ვეგასში, 2001 წელს ჩამოყალიბდა. თითქმის ოცწლიანი კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 6 სტუდიური ალბომი ჩაწერა. როკ ჯგუფს შვიდი გრემის ნომინაცია აქვს მოპოვებული.

კომენტარები