საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მიმდინარე წელს ეროვნული გამოცდები ჩატარდება, თუმცა, მისი თქმით, შესაძლოა, იყოს გადავადება.
"ეროვნული გამოცდების მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე", - ამბობს გახარია.
პრემიერმის ინფორმაციითვე, სკოლებში სწავლა პირველ სექტემბრამდე არ აღდგება. გახარია ამბობს, რომ ონლაინ სწავლების რეჟიმი ნორმალურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება.