ეროვნული გამოცდები

თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსზე ავა, აბიტურიენტებს კონდიციონერებს ჩაურთავენ

ipress

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ეროვნულ გამოცდებზე, თუ საგამოცდო ოთახში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს, აბიტურიენტებს კონდიციონერებს ჩაურთავენ. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე თქვა. მისივე ინფორმაციით, აბიტურიენტები თავიანთ საგამოცდო მაგიდასთან პირბადის მოხსნას შეძლებენ.

"აბიტურიენტი აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს გამოცდაზე, თავის მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით. მას გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა ავა 30 გრადუსამდე (რა თქმა უნდა, ფანჯრები უნდა იყოს ყველგან ღია), შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაციები მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან.

ფაქტობრივად, ჩვენ სრულად კომფორტულ გარემოს შევუქმნით შეძლებისდაგვარად ჩვენს აბიტურიენტებს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავისი ცოდნა და ეფექტურად ჩააბარონ გამოცდები" - თქვა გიორგი გახარიამ.

ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან დაიწყება.

კომენტარები