ეროვნული გამოცდები

ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა, 34 843 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

naec.ge

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე და შესაბამის ველში მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს, რომელი უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. პირად გვერდზე მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ.

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ სტუდენტებს, რომ აუცილებელია დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება) ხელშეკრულების გასაფორმებლად" - აცხადებს ცენტრი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად 34 843 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.

კომენტარები