კორონავირუსი საქართველოში

თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსთან ​კოჰაბიტაცია ​მოგვიწევს

კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრება და თანაარსებობა მოგვიწევს. გამოვიყენებ პოლიტიკურად პოპულარულ ტერმინს - კოჰაბიტაცია მოგვიწევს ამ ვირუსთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდით. ჩავჭიდოთ ხელები და მივაღწიოთ იმას, რომ ეპიდემიას არ ჰქონდეს აღმავალი მიმართულება. ეპიდემია შევზღუდოთ და შევაჩეროთ იმ დონეზე, რომელზეც ახლა გვყავს, ან კიდევ უფრო დაბალ დონეზე და თუ ამას მივაღწევთ, მაშინ ჩვენ შეგვექმნება როგორი სიტუაცია იცით? როდესაც ეს დაავადება იარსებებს, ეს ასე ჩქარა შეიძლება არ გაქრეს, მაგრამ ის არ შექმნის ფართო გავრცელების რისკს. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში

კომენტარები