კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, რომ მედიის წარმომადგენლები ჯერ არ დაინფიცირებულან

ტესტირება უნდა გაფართოვდეს და უნდა მოიცვას ორგანიზებული ჯგუფები. პირველ რიგში, ჯანდაცვის მუშაკები, ჯანდაცვის ჯგუფები და ყველგან სადაც არის საქმიანობის სპეციფიკა ისეთია, რომ გარდაუვალია გარკვეული ადამიანების თავშეყრა. ყველა ისინი უნდა იყვენენ დამოკვლეულნი. მათ შორის მედიაც... სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, რომ მედიის წარმომადგენლები, ჯერჯერობით, არ ინფიცირდებიან. ისინი, რა თქმა უნდა, შედიან რისკის ჯგუფში, მუდამ მოვლენათა ეპიცენტრში არიან და ძალაუნებურად უწევთ, თუნდაც სოციალური დისტანციის დარღვევა, რომ რესპოდენტთან ახლოს მივიდნენ ინტერვიუს ასაღებად... ღმერთი იფარავთ მათ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები