კრიმინალი

მესტიაში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა

shutterstock

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა. ინფორმაცია ტაბულას პროკურატურაში დაუდასტურეს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

20 აპრილს მესტიის რაიონის სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სროლის შედეგად ერთი მათგანი გარდაიცვალა. ბრალდებულს პოლიცია ამ დრომდე ეძებდა. 

კომენტარები