პენიტენციური დაწესებულება

პროკურატურამ პატიმრებისთვის სატელეფონო ზარების ვადა გაახანგრძლივა

Arun Sankar/Agence France-Presse — Getty Images

გენერალურმა პროკურატურამ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ ბრალდებულებისთვის, რომლებსაც სატელეფონო კომუნიკაცია ბრალდების მხარის მიერ აქვთ შეზღუდული, სატელეფონო ზარების ვადა 22 მაისამდე გაუხანგრძლივა.

"საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის სამინისტროს უკვე მიმართა. ბრალდებულებისთვის, სატელეფონო საუბრის დაშვების გადაწყვეტილება განპირობებულია, ოჯახების მხრიდან გაზრდილი ინტერესით მათი მდგომარეობის თაობაზე და აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს  დისტანციურად ოჯახების მეტად ინფორმირებას. აღნიშნული შეღავათის დაწესება ასევე შეამცირებს მათი ადვოკატების დამატებით ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს" , - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხაადებაში.

COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება.

კომენტარები