კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 17 პაციენტს აქვს მძიმე პნევმონია, კრიტიკული პაციენტების მდგომარეობა დასტაბილურდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის ინფექციის 9 ახალი შემთხვევიდან 8 პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია, 1-ის კონტაქტების დადგენა და მოკვლევა კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

ეზუგბაიას განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 44 covid ინფიცირებული პაციენტიდან 17-ს მძიმე პნევმონია აქვს, ხოლო 2 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა.  

"ახალი შემთხვევა გუშინ ჩვენთან არ დაფიქსირებულა. ჩვენთან 46 პაციენტი წევს, აქედან 44 არის Covid-19 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული გვყავს 53, გუშინ ერთი გამოჯანმრთელებული შეგვემატა. 4 პაციენტთან გვაქვს პირველი ტესტირებით უარყოფითი, ვნახოთ განმეორებით როგორ შედეგებს მივიღებთ. 

44-დან 17 გვყავს მძიმე პნევმონიით. კრიტიკული პაციენტები აღარ გვყავს, 2-ვე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა. 7 მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელების პირველად ტესტსაც ჩავუტარებთ", - თქვა ეზუგბაიამ. 

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 420 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 107 გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები