საგანგებო მდგომარეობა

კალაძე: შეზღუდვების მოხსნისას, შაბათ-კვირა კერძო მანქანების გადაადგილება ხომ არ ავკრძალოთ?

instagram.com/kakhakaladze/

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საკუთარ Facebook გვერდზე გავრცელებულ Live მიმართვაში საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელზე ისაუბრა. კალაძე ამბობს, რომ შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი თბილისსა და მთელ საქართველოში მკვეთრადაა შემცირებული.

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას კითხვით მიმართა, ამ მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, დაუჭერენ თუ არა მხარს, რომ კვირაში 2 დღე კერძო ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა ძალაში დარჩეს - დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.

კალაძე განმარტავს, რომ ეს ჯერჯერობით მხოლოდ იდეაა და მას უბრალოდ საზოგადოების აზრი აინტერესებს.

"ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, თუ რა უნდა გაკეთდეს, როდესაც ეტაპობრივად დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. თუმცა, როდესაც დაიწყება ბიზნესების სექტორების გახსნა - ამუშვება, მაშინაც განსაკუთრებულად მოგვიწევს ცხოვრების სტილის შეცვლა.

როგორც აქამდე იყო, ვფიქრობ გართულდება ცხოვრების ისე გაგრძელება, რადგან აუცილებელი იქნება ყველა იმ მოთხოვნის შესრულება, რომელზეც ვსაუბრობთ, თუნდაც პირბადეების ტარება თუ ხელების ხშირი დაბანა [...]

შესაბამისად, როდესაც აღდგება მოძრაობა, დაიწყებს მუშაობას შესაბამისი სამსახურები, გვაქვს ასეთი იდეა და გვინდა კითხვის სახით დავსვათ ეს იდეა, მაინტერესებს საზოგადოების მოსაზრება, კვირაში ორი დღის გნაამვლბაში, მაგალითად შაბათ-კვირა, ხომ არ დავტოვოთ აკრძალვა კერძო ავტომობილების გადაადგილებაზე. დარჩეს მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ შესაძლებელი იყოს გადაადგილება. უბრალოდ მაინტერესებდა თვენი მოსაზრება, ეს იდეა, დახვეწა დასჭირდება", - ამბობს კახა კალაძე.

მთავრობამ ავტომობილებით გადაადგილება 17 აპრილიდან აკრძალა, თუმცა 21 აპრილის გადაწყვეტილებით, მანქანებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე დარჩა ძალაში.

კომენტარები