ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტურძელაძე: კლინიკაში COVID 19-ით ინფიცირებული 94 პაციენტია, 47-ს მწვავე პნევმონია აქვს

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორი ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, გუშინ, 21 აპრილს, კლინიკამ 3 ახალი COVID ინფიცირებული პაციენტი მიიღო. ისინი ოჯახის წევრები არიან. მათგან 2-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ამ დროის მონაცემებით, კლინიკაში სულ 113 პაციენტია მოთავსებული, მათგან 94-ს ახალი კორონავირუსი აქვს დადასტურებული. 8 ინფიცირებული რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, ხოლო 7 - სასუნთქ აპარატზეა შეერთებული.

ლალაი ტურძელაძის ცნობით, 94 პაციენტიდან 47-ს ორმხრივი მწვავე პნევმონია აქვს .

22 აპრილს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-5 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 68 წლის კაცია ბოლნისის კლასტერიდან, რომელიც თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 98 - გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები