ყინწვისის მონასტერი

გავრცელებული ინფორმაციით, ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტი დაჭრა

კარიბჭე

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავითმა, არქიმანდრიტი საბა დაჭრა. ამავე ინფორმაციით, ფაქტს ადგილობრივი ეპარქიის მმართველი, რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობიც შეესწრო.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. უწყებაში სხვა კითხვებს არ პასუხობენ.

დაპირისპირებას უარყოფს მეუფე იობის მდივანი, მამა გაბრიელი. 

"არ ვიცი, რას წერენ, მაგრამ რა ხდება, არ ვიცი, ვინ იგონებს ყველაფერ ეგეთს, არ ვიცი. არაფერი მაგდაგვარი", - ამბობს მამა გაბრიელი რუსთავი 2-თან საუბარში.

მომხდარის დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები