ყინწვისის მონასტერი

ჯაღმაიძე ყინწვისზე: დაზუსტებით ჯერ არ შემიძლია თქმა, რა ქმედებები იქნება ჩვენი მხრიდან

დაზუსტებით ჯერ არ შემიძლია იმის თქმა, რა ქმედებები იქნება საპატრიარქოს მხრიდან

უთხრა IMEDINEWS-ს საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. ყინწვისის მონასტერში ადგილობრივი ეპარქიის სასულიერო პირებმა, იატაკი გამოცვალეს და მარმარილო დააგეს, რაც ძეგლთა დაცვის სააგენტომ თვითნებობად და ფასეულობათა ხელყოფად შეაფასა. ამასთან, სააგენტო შსს-სთვის მიმართვას არ აპირებს, რის გამოც, მონასტერში მეტლახის დაგებაზე გამოძიება არ დაიწყება.

კომენტარები