ვენეციის კინოფესტივალი

ვენეციის კინოფესტივალი დადგენილ ვადებში გაიმართება

Euronews

კორონავირუსის ეპიდემიის მიუხედავად, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი დადგენილ ვადებში გაიმართება. ინფორმაციას ფესტივალის პრეზიდენტი რობერტო ჩიკუტო ავრცელებს.

წლევანდელი კინოფესტივალი 2 სექტემბერს დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება. 

ჩიკუტომ კანისა და ვენეციის კინოფესტივალების შესაძლო გაერთიანების შესახებ გავრცელებული ჭორები უარჰყო. მისი თქმით საფრანგეთის მხარე მსგავსი წინადადებით არ შეხმიანებია.

რაც შეეხება კანის კინოფესტივალს, უკანასკნელი ინფორმაციით, პრესტიჟული კინოდაჯილდოება მიმდინარე წლის ივლისში გაიმართება.

კომენტარები