კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 2 ახალი პაციენტი დაგვემატა, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის მძიმე

რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკას 21 აპრილს, დღისით კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი დაემატა. მისი თქმით, ისინი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. 

"ჯერჯერობით მათი მდგომარეობა არ არის მძიმე, ჩატარდება ახლა გაფართოებული კვლევები, გულ-მკერდის კომპიუტერული კვლევა და ამ არსებული მონაცემების შეჯერებით და შეფასებით გადაწყდება მათი ზოგადი მდგომარეობის სიმძიმე. ანუ პნევმონიები თუ არის რა სიმძიმისაა და რა სიტუაციაა"- თქვა ეზუგბაიამ

მისივე თქმით, რამდენიმე პაციენტის პირველადი პასუხი ვირუსზე უარყოფითია და განმეორებით შედეგებს ელოდებიან. 

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელდა 97 და გარდაიცვალა 4 ადამიანი.

კომენტარები