დიახ, დილემის წინაშე ვართ... ძნელია, ეკონომიკური რეცესიაა მოსალოდნელი, შემდეგ უკვე იმის აწონ-დაწონვა, თუ რომელი უფრო მძიმე ზიანის მომტანია ქვეყნისთვის - ავადმყოფთა რაოდენობა თუ ეკონომიკური რეცესია, ეს ძნელი სათქმელია. მე ვისურვებდი, რომ 2-3 კვირა არ შემსუბუქდეს ზომები, იმიტომ, რომ ჩვენ ახლა დავიჭირეთ ძალიან კარგი მომენტი. არც ახლა გვაქვს ამ შეზღუდვების იდეალურად მკაცრი შესრულება, თქვენ ხედავთ, რომ რამდენიმე ადამიანი მაინც იკრიბება, მეგობრები, ქუჩაში მაინც დადიან, მაგრამ მაინც დავიჭირეთ ის მომენტი, როდესაც რეალურად ხელს ვუშლით დაავადების გავრცელებას. მე არ ვისურვებდი, რომ ეს შეგვერბილებინა. მოდი, ერთი ათი დღე, ორი კვირა კიდევ განვამტკიცოთ ეს მიღწეული შედეგი და შემდეგ დავიწყოთ შერბილება, ეს პირადად ჩემი აზრია, ან თუ შერბილება მოხდება, პარალელურად უნდა ამაღლდეს ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა
კორონავირუსი საქართველოში
ცერცვაძე: მოდი, 10-14 დღე განვამტკიცოთ მიღწეული შედეგი და შემდეგ დავიწყოთ ზომების შერბილება
tbl.ge/4o3c
დაკოპირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებზე. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისის ჩათვლით ხანგრძლივდება.
ამავე თემაზე
- ცერცვაძე: COVID-19-ის შემთხვევების ზრდა შეინიშნება, ბოლო კვირაში დღეში 300-მდე შემთხვევა იყო
- როგორია COVID-19-ის ბოლო 3 თვის სტატისტიკა საქართველოში – NCDC-ს მონაცემები
- ცერცვაძე: მიზანშეწონილია, საქართველომ გააძლიეროს COVID-კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულებზე
- COVID-19-ით გასულ 1 თვეში 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 35 719 შემთხვევა
- აზარაშვილი: კოვიდის მართვის მიმართულებით 2023 წელს ბიუჯეტი 400 მილიონით მცირდება




