რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, მე გიპასუხებთ ერთი ფრაზით, რომელიც ამ დღეებში მოვისმინე დიანა ტრაპაიძისგან, TV პირველზე და ძალიან მომეწონა. ასეთი კითხვა დაისვა იქაც და ქალბატონმა დიანამ ასე უპასუხა - არავინ იხსნის პარაშუტს ვარდნის სიჩქარის შემცირებისთანავე, პარაშუტი უნდა მოვიხსნათ, როცა უკვე მიწაზე დავეშვებით.
დიახ, დილემის წინაშე ვართ, ჯერ სანამ მყარი შედეგი არ გვიპყრია ხელთ და მხოლოდ დროებითი შეჩერებაა, ჯერ შეჩერებაც არ არის, ჯერ კიდევ მოიმატებს, დარწმუნებული ვარ, უბრალოდ, აღდგომის დღეებში შეიძლება ტესტირების რაოდენობა ნაკლები იყო ან მოსახლეობა ნაკლებად აქტიური იყო. მგონია, რომ რაოდენობა კიდევ მოიმატებს, მაგრამ არა ასეულებით, მოიმატებს, როგორც ვპროგნოზირებდით, რამდენიმე ათეული შემთხვევით [დღეში]...
ძნელია, ეკონომიკური რეცესიაა მოსალოდნელი, შემდეგ უკვე იმის აწონ-დაწონვა, თუ რომელი უფრო მძიმე ზიანის მომტანია ქვეყნისთვის - ავადმყოფთა რაოდენობა თუ ეკონომიკური რეცესია, ეს ძნელი სათქმელია. მე ვისურვებდი, რომ 2-3 კვირა არ შემსუბუქდეს ზომები იმიტომ, რომ ჩვენ ახლა დავიჭირეთ ძალიან კარგი მომენტი. არც ახლა გვაქვს ამ შეზღუდვების იდეალურად მკაცრი შესრულება, თქვენ ხედავთ, რომ რამდენიმე ადამიანი მაინც იკრიბება, მეგობრები, ქუჩაში მაინც დადიან, მაგრამ მაინც დავიჭირეთ ის მომენტი, როდესაც რეალურად ხელს ვუშლით დაავადების გავრცელებას. მე არ ვისურვებდი, რომ ეს შეგვერბილებინა. მოდი, ერთი ათი დღე, ორი კვირა კიდევ განვამტკიცოთ ეს მიღწეული შედეგი და შემდეგ დავიწყოთ შერბილება, ეს პირადად ჩემი აზრია, ან თუ შერბილება მოხდება, პარალელურად უნდა ამაღლდეს ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა





