სრულიად გაუგებარია ასე მოქმედება. პარასკევს წარმოვადგენთ [ეკონომიკურ ანტიკრიზისულ] გეგმასო და ხვალ უნდა მიიღონ პარლამენტის თანხმობა საგანგებო მდგომარეობის და ამ ძალიან მძიმე შეზღუდვების გაგრძელების თაობაზე, რომელიც გასაგებია, რომ ლეგიტიმურ მიზეზებს ეყრდნობა, მაგრამ მისი შესრულება სრულიად საზიანო იყო ქვეყნისათვის.
არაფერს არ უხსნიან დეპუტატებს, ამიტომ ჩვენ ამას მხარს ვერ და არ დავუჭერთ. მითუმეტეს, რომ ეს აბსოლუტურად აბსურდული შეზღუდვა მანქანების გადაადგილებაზე ყოველგვარი რაციონალური არგუმენტების გარეშე კვლავ გრძელდება





