ოჯახში ძალადობა

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც მოზარდი შვილის თანდასწრებით ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

www.iranhumanrights.org

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცოლზე ძალადობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს. 

გამოძების ინფორმაციით, 1976 წელს დაბადებულმა კ.მ.-მ ცოლს, 1980 წელს დაბადებულ რ.კ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები