ახალი კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: 9 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია, აქედან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია

ტვ პირველი

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კლინიკაში 118 პირი მკურნალობს, აქედან კი 91-ს აქვს დადასტურებული კორონავირუსი.

ლევან რატიანი ცნობით, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან 9 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, საიდანაც 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

ასევე, რატიანის თქმით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან 47-ს მწვავე პნევმონია აქვს დადასტურებული.

21 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 408 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 95 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

საკკარანტინო რეჟიმში 4 816 ადამიანი რჩევა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571.

კომენტარები