პაციენტების მდგომარეობა

ეზუგბაია: 9 თვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩივილები არ აქვს

Interpressnews

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ეტაპზე სტაციონარებში მკურნალობს 313 ინფიცირებული პაციენტი.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, იქ კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტი წევს, აქედან ორის მდგომარეობა კი პრობლემურია. ეზუგბაიას თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ჯერ პროგნოზირება შეუძლებელია.

მისივე ინფორმაციით, 14 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს, მაგრამ მართვას ექვემდებარებიან. 7 მოზარდის მდგომარეობაც ასევე დამაკმაყოფილებელია.

ეზუგბაიას თქმით, 9 თვის ბავშვის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია ჩივილები არ აქვს, მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 408 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 95 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები