ახალი კორონავირუსი საქართველოში

მარტყოფის მამათა მონასტერში 26 აპრილამდე კარანტინია, 8 სასულიერო პირი - თვითიზოლაციაში

მარტყოფის მამათა მონასტერში 26 აპრილამდე კარანტინი გამოცხადდა, 8 სასულიერო პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ცნობით, კარანტინის გამოცხადება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 11 აპრილს ერთ-ერთ მოძღვართან აღსარებაზე ქალი იმყოფებოდა, რომელსაც 2 დღის შემდეგ Covid 19 დაუდასტურდა.

შოთა რეხვიაშვილის თქმით, სასულიერო პირებს ამ ეტაპზე სიმპტომები არ აქვთ.

"პრევენციულად არიან თვითიზოლაციაში. თუ საჭირო გახდება, იქ გამკაცრდება ზომებიც და კონტროლიც", - ამბობს რეხვიაშვილი.

ახალი კორონავირუსის გამო დროებით დაიხურა წყნეთის ტაძარი, ასევე ბოლნისის სიონი. წყნეთში კორონავირუსი მრევლის წევრს დაუდასტურდა, ბოლნისში - მოძღვარს.

კომენტარები