ეკლესია და კორონავირუსი

კობახიძე: დღე დღეს მისდევს, ეკლესია ხალხს ავირუსებს და მთავრობა საერთოდ არაფერს აკეთებს

ვითომ ასე ძალიან ეშინია ბიძინა ივანიშვილს ეკლესიის, რომ საშუალებას აძლევს დაუბრკოლებლედ დაავირუსოს ხალხი. დღე დღეს მისდევს, ეკლესია ხალხს ავირუსებს და მთავრობა საერთოდ არაფერს აკეთებს. პირიქით, აქებს და მადლობას უხდის ეკლესიას. რატომ? გიჟები არიან? გლობალური პანდემიის დროს ასეთი რამე არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური არ გვყავს? ეკლესია კი აცხადებს, რომ გააგრძელებს ხალხის დავირუსებას და მედია ამ განცხადებას ტირაჟირებს. რა ხდება, ვერ გამიგია. უკვე ვფიქრობ, რომ რაღაც შეთქმულებაა ივანიშვილსა და პატრიარქს შორის, რომ ხალხი დახოცონ.

თეოლოგი ბასილ კობახიძე Facebook-ზე ეხმაურება ეკლესიებში წირვების მრევლთან ერთად ჩატარებას.

კომენტარები