კრიმინალი

კანადაში პოლიციელის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა სულ მცირე 16 ადამიანი მოკლა

The Times of Israel

კანადაში, ნოვა სკოტიას პროვინციაში პოლიციელის ფორმაში ჩაცმულმა შეიარაღებულმა მამაკაცმა, სულ მცირე, 16 ადამიანი მოკლა, დაღუპულთა შორისაა ქალი პოლიციელიც, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილია თავდამსხმელიც, თუმცა, პოლიცია მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დეტალებს ჯერ არ ასაჯაროებს. 

შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი რამდენიმე ადგილას გახსნა. კანადის პოლიციის ინფორმაციით, ეს იმას ნიშნავს, რომ მსხვერპლი შესაძლოა, უფრო მეტი იყოს. 

ახალი შოტლანდიის პრემიერმინისტმა სტეფან მაკნეილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ კანადის პროვინციის ისტორიაში ეს გამორჩეულად შემზარავი ძალადობაა. 

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები