კორონავირუსი

უკრაინაში კორონავირუსი 1031 მედიკოსს დაუდასტურდა

GETTY IMAGES

უკრაინაში კორონავირუსით 1031 მედიკოსია ინფიცირებული. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა, ბრიფინგზე თქვა

მინისტრის ინფორმაციით, ერთ დღეში უკრაინაში COVID-19-ით 343 ადამიანი დაინფიცირდა - მათ შორის 26 ბავშვი და 53 - მედიცინის სფეროს წარმომადგენელია. 

"[ერთ დღეში] ჰოსპიტალში 97 ადამიანი მოათავსეს. დაფიქსირდა 8 გარდაცვალების შემთხვევა. თუმცა, არის კარგი სიახლეც - 72 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 11 მედიცინის მუშაკი", - თქვა სტეპანოვმა ბრიფინგზე.  

მაქსიმ სტეპანოვის ინფორმაციით, გასულ 24 საათში კორონავირუსზე 4 695 PCR ტესტი გაკეთდა.

ბოლო მონაცემებით, უკრიანაში კორონავირუსით 5 449 ადამიანის ინფიცირებაა დადასტურებული. მათგან 358 ბავშვია. ქვეყანაში COVID19-ით 141 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 347 პაციენტი.

კომენტარები