კორონავირუსი საქართველოში

ინფექციური საავადმყოფო: 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის ალექსანდრე გოგინავას თქმით, კლინიკაში მოთავსებული 45 პაციენტიდან, ოთხის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. 

როგორც ექიმი ტვ. პირველთან საუბარში ამბობს, სხვა პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია და მათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდებათ. 

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი კლინიკაში არ დამატებულა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში Covid 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 394-მდე გაიზარდა. 86 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 - გარდაიცვალა.

კომენტარები