კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

კორონავირუსის გამო დედოფალი ელიზაბეტ II 94-ე დაბადების დღეს არ აღნიშნავს

Reuters

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე 21 აპრილს 94 წლის გახდება, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, გასული წლებისაგან განსხვავებით, მის დაბადების დღეს არ აღნიშნავენ.

დედოფალმა განაცხადა, რომ მიუღებელი იქნება, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ეპიდემიას ებრძვის, მისი დაბადების დღე ქვემეხებიდან გასროლით აღინიშნოს.

ქვემეხებიდან გასროლა, ჩვეულებრივ, სამეფო ოჯახის გამორჩეული თარიღების, წლისთავების და დაბადების დღეების აღსანიშნავად ხდება.

ბოლო 68 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ელიზაბეტ მეორე ბრიტანეთის დედოფალი გახდა, ეს პირველი მსგავსი გამონაკლისია.

დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსი სულ 114,217 ადამიანს დაუდასტურდა, დაღუპულთა რიცხვმა 15,464-ს მიაღწია.

კომენტარები