კორონავირუსი

ტრამპი ჩინეთში Covid-19-სგან გარდაცვლილთა რიცხვის შესწორებაზე: ამაზე უფრო მეტად მაღალია

დონალდ ტრამპი
EPA

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკის შესწორებას გამოეხმაურა, რის შემდეგაც ჩინეთში ახალი ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვს 1 290 დაემატა. მონაცემი ჯამში 4 636 გახდა.

"ეს [რიცხვი] ამაზე მეტად მაღალია და გაცილებით მაღალია, ვიდრე ა შშ-ის [მონაცემები], ახლოსაც არ არის!," - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Twitter-ის გვერდზე.

18 აპრილის ამჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით 37 175 პაციენტია გარდაცვლილი. ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 710 272 შემთხვევაა გამოვლენილი, 63 510 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ჩინეთს, კომუნისტური სახელმწიფოს ოფიციალური მონაცემებით, ვირუსით ინფიცირება 82 719 პირს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 4 632, გამოჯანმრთელდა 77 029.

7 აპრილს ჩინეთში ახალი კორონავირუს ისგან გარდაცვლილთა რიც ხვის შესწორების გარდა, მონაცემების გადახედვის შემდეგ, ჩინეთმა ვირუსით ინფიცირების 325 ახალი შემთხვევა აღრიცხა. კომუნისტური ჩინეთის განცხადებით, ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებაზე ინფორმაცია არასდროს დაუმალავთ.

ეს არაა პირველი შემთ ხვევა, როდესაც ჩინეთმა მონაცემები შეასწორა - ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზეც დიაგნოსტიკის მეთოდის ცვლილების შემდეგ ერთ დღეში ინფიცირებულთა რიცხვი 15,000-ით გაიზარდა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიხედვით, ზრდა იმან გამოიწვია, რომ აღრიცხეს ის შემთხვევებიც, როდესაც დაავადებული კორონავირუსით სახლში, ექიმის ნახვის და ოფიციალური დიაგნოზის დასმის გარეშე გარდაიცვალა. ჩინეთის ეპიდემიოლოგიის ცენტრის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამჯერად აღირიცხა ის მონაცემებიც, რაც მათ კლინიკებმა გადატვირთულობის გამო დროულად ვერ მიაწოდეს.

ეს პირველი შემთხვეა არაა, როდესაც ტრამპმა ჩინეთის ოფიციალური სტატისტიკა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა:

"ნამდვილად გჯერათ ამ რიცხვების ასეთ დიდ ქვეყანაში, სახელად ჩინეთში? და გჯერათ რომ მათ დადასტურებულ შემთხვევებსა და გარდაცვლილებზე ზუსტი რიცხვები აქვთ? ვინმეს სჯერა ამის?"

ჩინეთის მიერ ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა აღრიცხვის სისწორე ეჭვქვეშ უკვე დააყენეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა. აშშ-ის დაზვერვამ დაასკვნა, რომ ჩინეთი ვირუსის გავრცელების მასშტაბებს, ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვს მალავდა. მსგავსი განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმაც.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ისიც განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოს კვლავ უმალავდა ინფორმაციას, რაც ვირუსით დაინფიცირების შემდგომი შემთხვევების თავიდან არიდებაში სჭირდებოდათ.

ახალი კორონავირუსი, იგივე ვუხანის ვირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2, ვირუსი, რომელიც Covid-19-ით დაავადებას იწვევს, ღამურებიდან წარმოიშვა და სავარაუდოდ ღამურისგან დაავადებული სხვა ცხოველით ადამიანს გადაედო, თუმცა, ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა - ვირუსით დაავადებულთა პირველი კლასტერი ამ ბაზრობას უკავშირდება. ასევე, არსებობს მოსაზრებები ვირუსის სავარაუდოდ ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონვაზე. ჩინეთის ახალი რეგულაციით, ვირუსზე ჩატარებული ნებისმიერი კვლევა, გამოქვეყნებამდე მთავრობის მკაცრ კონტროლს გაივლის.

კომენტარები