ცნობილი ადამიანები

ჰოლი ბერი: აღარ მაქვს ურთიერთობის ქონის მოთხოვნილება, ამიტომ არ ვჩქარობ

Getty Images

ჰოლი ბერიმ Instagram ლაივში თავის მეგობართან, ლენა ვაიტთან, ერთად, პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და მოყვა, როგორც გრძნობს თავს ყოფილ ქმართან, ოლივიერ მარტინესთან, განშორების შემდეგ.

მსახიობს ოლივიერ მარტინესისგან ერთი შვილი ჰყავს - მასეო მარტინესი. ხოლო ყოფილი შეყვარებულისგან, გაბრიელ აუბრისგან, 12 წლის ქალიშვილი - ნალა აუბრი.

"ძალიან ბევრი ვისწავლე ბავშვებთან ერთად ყოფნით. ისინი საუკეთესო თანამგზავრები არიან ჩემთვის ახლა. როდესაც მასეოს მამას გავშორდი, სრულებით მარტო ვიყავი და უკვე სამი წელი გავიდა ასე.

მე ურთიერთობებზე ორიეტირებული პერსონა ვარ, ყოველთვის მინდა ვიღაცასთან ერთად ყოფნა. თუმცა, ამ შემთხვევაში გადავწყვიტე, რომ დრო საკუთარ თავთან ერთად გამეტერებინა", - თქვა მან.

ლენა ვაიტმა მას კითხა, იყო თუ არა ამ 3 წლის განმავლობაში მარტო ყოფნა მისი შეგნებული გადაწყვეტილება.

"ვიცოდი, რომ მინიმუმიმ ერთი სრული წელი ასე უნდა ვყოფილიყავი. ერთ წელს ორი წელი მოყვა და ახლა მესამე მოყვება. თუმცა, თავს კარგად ვგრძნობ, რადგან ვფიქრობ, ჩემი შემდეგი ურთიერთობა მთლიანად იმაზე უნდა იყოს დაყრდნობილი, რა არის ჩემთვის სწორი - მე დიდი ხანია ვფიქრობ იმაზე, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი", - თქვა მან.

ჰოლი ბერის თქმით, მას აღარ ჭირდება აუცილებლად ურთიერთობაში ყოფნა, რათა თავი სრულყოფილად იგრძნოს და ახლა შვილებთან ერთად დროის ტარებით კმაყოფილია.

"მე აღარ მაქვს ურთიერთობის ქონის მოთხოვნილება, ამიტომ არ ვჩქარობ და არ მჭირდება ისეთი რამის მიღება, რაც სწორი არ არის. არ ვამბობ, რომ ჩემს გარშემო არსებულ ხალხს რაიმე პრობლემა აქვს. თუმცა, მე ვაპირებ დაველოდო ჩემს მეწყვილეს, ან დავრჩე მარტო და ჩემს შვილებთან ერთად ვიყო", - თქვა მან.

კომენტარები