რუსული ოკუპაცია

კახაძე საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე: ოპოზიციას თემა გამოელია, რუსეთი ახლა ამას გადაუგდებს

ტაბულა

"რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ სალაპარაკო თემა გამოელია ოპოზიციას და ახლა ამ თემას გადაუგდებს ოპოზიციას", - ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, ლადო კახაძე, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ტახტისძირთან საოკუპაცო ხაზის გადმოწევას.

"ეს მათ კარგად იციან იმიტომ, რომ ოპოზიცია იქიდან იმართება. ყველაფერს გააკეთებენ, რომ მაქსიმალურად, აი, ამ ბრძოლაში შესულ ხელისუფლებას, რომელიც კოორდინაციითაც, იერარქიითაც, პრიორიტეტების მინიჭებითაც, საკონსულტაციო საბჭოთი, რომელიც მართავს, არა დიქტატურული საბჭოთი, აი, ეს ყველაფერი არ მოწონს ამ ქვეყანას და ზუსტად იმას აკეთებს. 

სავარგულებს გადაუვლიან, გადახნიან და იმის იმედად არის საქართველო, რომ იქ მოყვანილი ხეხილით ან კიტრით და პომიდორით ირჩინოს მერე თავი და ეს თემა იქნება ოპოზიციის სალაპარაკო. მე ეს ვიცი რომ იქნება, მზადა ვარ ამისათვის", - ამბობს ლადო კახაძე პალიტრანიუსთან ინტერვიუში.  

დღეს, 17 აპრილს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან საოკუპაციო ხაზი ადმოწიეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელოვნური ბარიერების აღმართვით მოსახლეობას სახნავ-სათეს მიწებზე წვდომა შეეზღუდა. საოკუპაციო ხაზის გადმოწევა დაგმო აშშ-ის საელჩომ და დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს ნებისმიერი კონსტრუქციის, ნიშნის, ღობისა თუ ბარიერის აღმართვა.

კომენტარები