კორონავირუსი

ცერცვაძე მეუფე იაკობზე: ბრძენი მრევლი გააკეთებს დასკვნას, ვისი პოზიციაა უფრო მოქალაქეობრივი

ძალიან სენსიტიურ თემას შეეხეთ, ერთი მხრივ, როგორც ყველა ქართველი, უდიდეს პატივს ვცემ ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს და ქართულ ეკლესიას, მის ხელმძღვანელებს. მეორე მხრივ, ვერ დავეთანხმები ამ განცხადებებს... სამწუხაროა, რომ ასეთი აზრთა სხვადასხვაობაა, სამწუხაროა, რომ ასეთი სიტყვიერი შეკამათებაა, მე ვფიქრობ, არ ღირს ამაზე ყურადღების გამახვილება, ვინაიდან ქართული საზოგადოება ბრძენია, მრევლიც ბრძენია და ისინი თვითონ გააკეთებენ დასკვნებს, თუ ვისი პოზიციაა უფრო მოქალაქეობრივი, უფრო სწორი, სახელმწიფო ხელმძღვანელის და მედიცინის მუშაკების, თუ იმ სასულიერო პირების, ვინც შევიდნენ დისკუსიაში ამ მედიცინის მუშაკებთან.

პირადად ჩემი პოზიციაა, რომ ის განცხადებები და გაფრთხილებები. რაც ჩვენ მოვისმინეთ, იყო ზედმიწევნით დროული, საჭირო და კორექტული. მე მთლიანად ვიზიარებ არჩეულ სტრატეგიას და ტაქტიკას, რომელიც გულისხმობს თითოეული ქართველის სიცოცხლის მაქსიმალურ გაფრთხილებას, ისე, რომ შევინარჩუნოთ პატივისცემა რელიგიური ინსტიტუტის მიმართ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პალიტრანიუსის ეთერში, მეუფე იაკობის განცხადებებზე - ბოდბელმა ეპისკოპოსმა პაატა იმნაძისა და ამირან გამყრელიძისგან, მოსახლეობის გაფრთხილების გამო ბოდიში მოითხოვა. "ჭკუა აქვს იმ ადამიანს, რომელიც იძახის, რომ აღდგომას [ეკლესიაში] არ მიხვიდეთო?" - ამბობს მეუფე იაკობი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელების მისამართით.

კომენტარები