კორონავირუსი

თბილისის ანძა გერმანიის დროშის ფერებში განათდა

თბილისის მერია

კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდასაჭერად თბილისის ანძა გერმანიის დროშის ფერებში განათდა. 

"საქართველო თქვენ გვერდით არის! ერთად დავამარცხებთ პანდემიას!" - თბილისის მერიის ცნობით, ამ მესიჯს საქართველო გერმანელ ხალხს უგზავნის. 

მანამდე, სიმბოლურად, თბილისის ანძა იტალიის, ესპანეთის, თურქეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აზერბაიჯანის დროშების ფერებში განათდა.

კომენტარები