კორონავირუსი და ეკლესია

პრეზიდენტი: სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის განხეთქილებას ვერავინ და ვერაფერი გააჩენს

მე, როგორც კონკორდატის გარანტს, კარგად მესმის, რომ ეკლესიამ თავისი ღვთიმსახურება უნდა შეასრულოს, თუნდაც შეცვლილი ფორმით. როგორც ისტორიის განმავლობაში ხდებოდა, ეკლესიის ლოცვა ერის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის, ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. დამერწმუნეთ, რაც არ უნდა სურვილი და იმედი ჰქონდეს ზოგიერთს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის განხეთქილებას ვერავინ და ვერაფერი გააჩენს. შინ დარჩენილებიც საერთო ლოცვას შინიდან შევუერთდებით, ამით გავაძლიერებთ ჩვენს ერთანობას და სოლიდარობას, ერთიანობა და სოლიდარობა ჩვენი გადარჩენის იარაღი იქნება არამხოლოდ დღეს, დაავადებასთან ბრძოლაში, არამედ ხვალაც, როცა დადგება ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დრო.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით კანონი იკანონებს და როგორც აქამდე სამაგალითოდ დავძლიეთ პირველი კრიზიკული ეტაპი, ხვალინდელ მძიმე დღეებსაც გავუმკლავდებით.

ვიცით, რომ გველის, 2-3, თუ მეტი არა, უმძიმესი კვირა, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თქვენი სახლში დარჩენა, დარჩით სახლში

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიისას გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, კანონი ყველამ უნდა დაიცვას და "კანონმა არ იცის პრივილეგია". პანდემიის, ახალი კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი რისკისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საპატრიარქო ამ დრომდე აგრძელებს ტაძრებში წირვა-ლოცვებს და მრევლის ერთი კოვზით ზიარებას. დაგეგმილია სააღდგომო ლიტურგიაც - მრევლი ეკლესიებში 21:00 საათამდე შეიკრიბება და იქაურობას დილის 06:00 საათამდე არ დატოვებს. მთავრობა ამას საპატრიარქოსთან "შეთანხმებას" უწოდებს

კომენტარები