ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი $600 000 დოლარი გამოყო. ეს თანხა COVID-19-ის წინააღმდეგ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება.
აშშ-ის საელჩოს ცნობით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ის მეშვეობით მთლიანობაში $1.7 მილიონი დოლარი გამოყო.
გარდა ამისა, ამერიკა საქართველოს კორონავირუსის გამოსავლენ 2 000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტს ჩუქნის.
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ისტორიაში პირველად, ქვეყნის ყველა შტატში ფედერალური კატასტროფის მდგომარეობა გამოცხადდა.





