კორონავირუსი და ეკლესია

ლომჯარია: ფარისევლებმა ისევ გაიმეტეს ადამიანები ჯვარცმისთვის, ხელისუფალმა ხელები დაიბანა

სამედიცინო ენაზე, იესო ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება. დღეს ჩვენ რეანიმაციებში ადამიანები იგუდებიან... არაფერი შეცვლილა, ფარისევლებმა ისევ გაიმეტეს დაუცველი ადამიანები ჯვარცმისთვის, ხოლო ხელისუფალმა ხელები დაიბანა...

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ზე ეხმაურება ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ერთობლივ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ახალი კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, ადამიანების ჯანმრთელობის რისკის ხარჯზე საეკლესიო რიტუალები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

კომენტარები