სამხრეთ აფრიკაში covid19-ის გამო დაწესებული კარანტინის დროს ლომებს სამანქანო გზაზე ეძინათ

RICHARD SOWRY/KRUGER NATIONAL PARK

სამხრეთ აფრიკის კრუგერის ეროვნულ პარკში მცხოვრებმა ლომებმა კორონავირუსის გამო ადამიანების გაუჩინარებით ისარგებლეს და გარეთ გამოვიდნენ

პარკის მცველმა რიჩარდ სოროიმ დაინახა, როგორ ამაყად ეძინათ ლომებს იმ გზაზე, რომელიც ჩვეულებრივ, ტურისტებით არის ხოლმე სავსე. 

კრუგერი, ისევე როგორც სხვა პარკები, კორონავირუსის გამო 25 მარტიდან ჩაკეტილია, ამიტომ გზაზე მძინარე ლომების ნახვა მხოლოდ პარკის მცველებს შეუძლიათ. 

კომენტარები