კორონავირუსი და ეკლესია

დეკანოზი გალდავა: თუ დღეს არ მოვუსმენ ექიმს, ხვალ ვიტყვი, რომ საერთოდ აღარ მივალ ექიმთან

რაც შეეხება ეპიდემიოლოგების და ექიმების მკაცრ გაფრთხილებებს: მე ვემხრობი, რომ ადამიანმა უნდა მოუსმინოს პროფესიონალს. მე ვალდებული ვარ, მოვუსმინო პროფესიონალს. თუ არ მოვუსმენ დღეს ინფექციონისტს, მაშინ ხვალ ვიტყვი, რომ საერთოდ აღარ მივალ ექიმთან არასდროს და ასე ვიცხოვრებ, რომ მარტო ჩემი ლოცვით, ნაკურთი წყლით განვიკურნები ნებისმიერი სნეულებისგან. მაგრამ ეს ასე არ არის და თუ ერთ შემთხვევაში გვინდა ექიმის დახმარება, მეორე შემთხვევაში რატომ არ უნდა მოვუსმინოთ, ჩემთვის გაუგებარია.

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ტვ პირველის ეთერში საუბრობს სააღდგომო ღამის ლიტურგიაზე ტაძრებში მრევლის თავშეყრაზე.

კომენტარები